VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ეს არის ისტორიული მომენტი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, 90-იანი წლებიდან დღემდე მსგავსი ბრძოლისუნარიანი და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ქმედება არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში იმ მიზნით, რომ პოლიტიკურ მანტიაში გახვეული კრიმინალები გაეძევებინათ პოლიტიკური ველიდან სამართლებრივი გადაწყვეტილებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პარტიების აკრძალვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არ არის პარლამენტის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო.
„ეს გადაწყვეტილება ისტორიულია იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიმინალებისგან მონოპოლიზებული ოპოზიციური ველის გასუფთავების პროცესი დაიწყება, რაც აუცილებლად შექმნის შესაბამის საფუძველს იმისთვის, რომ ქვეყანაში მართლაც გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი დემოკრატიის განვითარებისთვის.
აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც ეყოლება ხელისუფლებას და არა საკუთარ სამშობლოს, რომელიც იქნება ხელისუფლების გამკრიტიკებელი და არა საკუთარი სამშობლოს ომის ცეცხლში გახვევის, ეკონომიკური დეგრადაციის და ყოველგვარი უბედურების მსურველი.
ოპოზიცია, რომელიც მიისწრაფვის იმისკენ, რომ კრიტიკული იყოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი, მაგრამ არ ივლის ევროპულ ბიუროკრატიაში, არ გააგზავნის ევროპასა და ამერიკაში წერილებს და არ მოითხოვს საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის დასჯას, არ გააჩაღებს ომს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა ვინმე სხვის, რამედ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს“, - აღნიშნა დავით მათიაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.