VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, თუ რატომ არ არის ასაკრძალი პარტიების სიაში „გახარია საქართველოსთვის“ პარტია. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიასთან, რომელიც აღიარებს დემოკრატიის არსებობას, ბუნებრივია, ეს ნაბიჯი არარელევანტური იქნება.
„ხვალ, ზეგ, იმ დესტრუქციიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, რაც შეიძლება რომელიმე პარტიამ ან პიროვნებამ ჩაიდინოს, ამაზე დღეს ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ცხადია, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ებრძვის დემოკრატიას, რომელიც არ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლების დამხობას, მათთვის ორი ფუნდამენტი, ორი პრინციპი, რომლის გარშემო კონსტიტუციური სარჩელი შედგა, არ იქნება რელევანტური.
ის, რომ მათ წინააღმდეგ არ შედის კონსტიტუციური სარჩელი, ეს სრულიად არ აქარწყლებს იმ ძალიან დიდ ნეგატივს, რომელიც იმ პოლიტიკურმა ღალატმა გამოიწვია, რაც ამ პარტიის მხრიდან იყო. ეს არის პოლიტიკური საკითხი და ეს დიდი პოლიტიკური ცოდვა ყოველთვის მძიმე ჯვარივით ექნებათ წამოკიდებული მათ პოლიტიკურ საქმიანობაში“, - დასძინა დავით მათიკაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინაკონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.