აჭარის დასაქმების სააგენტო აცხადებს რეგისტრაციას პროგრამაზე - დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით

დასაქმება

აჭარის დასაქმების სააგენტო აცხადებს რეგისტრაციას პროგრამაზე - 
 დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით. 

თუ გსურთ გახდეთ კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე და იმუშაოთ 
 დისტანციურად ნებისმიერი ადგილიდან,  აჭარის დასაქმების სააგენტო გაძლევთ 
 შესაძლებლობას, დაეუფლოთ მომავლის პროფესიას IT ინდუსტრიაში, ხელოვნური 
 ინტელექტის დახმარებით. 

პროგრამა აგებულია თანამედროვე მეთოდოლოგიაზე, სადაც თეორია და პრაქტიკა  ერთმანეთს ერწყმის. თქვენ ისწავლით არა მხოლოდ კოდირებას, არამედ მის ოპტიმიზაციას AI ინსტრუმენტების გამოყენებით. 

სწავლება მოიცავს:
 AI-დამხმარე კოდირება: პროგრამირების პრაქტიკული სწავლა ხელოვნური 
 ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით, კოდის გენერაცია, ანალიზი და 
 ოპტიმიზაცია. 

ალგორითმული მოდელირება და მონაცემთა ინჟინერია: ლოგიკური და 
 ალგორითმული აზროვნების ფორმირება, მონაცემთა დამუშავებისა და მართვის 
 თანამედროვე AI მეთოდოლოგიების ინტეგრირებით. 

Full-stack საფუძვლები: ვებ-დეველოპმენტის სრული ციკლის (Front-end & Back-end ) ფუნდამენტური პრინციპების ათვისება. 

თვითდასაქმების უნარები: გლობალური დასაქმების უმსხვილეს პლატფორმებზე 
 საკუთარი თავის წარდგენისა და დისტანციურად მუშაობის დაწყების სტრატეგიები. 

რეალური პროექტები (Internship): სამუშაო გარემოში რეალურ პროექტებზე 
 მუშაობა საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენი პერსონალური პორტფოლიოს 
 შესაქმნელად. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 
 https://itskills.hrajara.gov.ge/registration/  

ℹ️ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია: www.itskills.hrajara.gov.ge