1761855398
„6 წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, 6-დან 11-მდე, როგორც მსახურს, 11-ის მერე, როგორც მეგობარს…“ - ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე
 
                                                                ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე აუდიტორიას ბავშვის სტრესთან გამკლავების გზების შესახებ დეტალურად უყვება.
„ფორმულასავით არის, 6 წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, 6-დან 11- მდე, როგორც მსახურს, 11-ის მერე , როგორც მეგობარს. ზუსტად არის გაწერილი და რატომ, ხუთ წლამდე ბავშვი ყალიბდება- როგორც მე.
ბავშვი ჯიუტობს არა უზნეობის გამო, როგორც ეს მშობლებს ჰგონიათ, არამედ მან აღმოაჩინა, რომ მშობლები და უფრო მამა რომ იტყვის მე მინდა ეს სრულდება. ამ დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ეს მე რაღაც არის და თავად რომ იტყვის მე მინდა, ან არ მინდა შეუსრულდება ან არა…
მე რომელსაც პიროვნებას ვუწოდებთ, ყალიბდება 5 წლამდე ასაკში და თუ ამ ასაკამდე „მეს“ რეპრესირებას მოუხდენ, შემდეგ მთელი ცხოვრება მას აქვს განცდა რომ ის უსუსურია და როცა უსუსურია გარანტირებულია სტრესიც. თუ სტრესი არ ექნება, ჰიტლერის მაგვარ ფენომენს მივიღებთ, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, იმ მხრივ, რომ სულ ეცდება ამ უსუსურობის კომპენსირებას და ძალადობაზე ექნება აქცენტი „მეს“ დასუსტება მრავალი ტიპის დეფორმაციას იწვევს… თუ ბავშვს ექნება ძლიერი „მე“, ანუ „მე მეფე ვარ“, როგორც ამ პერიოდში მოიხარშება, შემდეგ ისე რჩება, თითქმის აღარ იცვლება“, – ამბობს ფსიქოლოგი.
 
                                                     
                                                     
                                                    










