იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და დემოკრატია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული ძალებისაგან, მით უმეტეს, პოლიტიკაში რასაკვირველია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. რატი იონათამიშვილი ამგვარად გამოეხმაურა საკონსტიტუციო სარჩელის გამო ევროსაბჭოს მომხსენებლების კრიტიკას.
„თუ გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბიოგრაფიას, ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი არასდროს იყო დემოკრატიის დაცვისკენ ორიენტირებული პირიქით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი სისტემა - სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტები რომ მოვიშველიოთ, ისინი ატერორებდნენ საკუთარ მოქალაქეებს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული იყო ოპოზიციის პერიოდშიც ისინი დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ათი არჩევნებიდან არც ერთი არჩევნების წაგება არ უღიარებიათ. ყოველ ჯერზე რევოლუციით იყვნენ შთაგონებულები. ესეც ამას ამტკიცებს, რომ დემოკრატიული პროცესები მათთვის ძალიან უცხო და მიუღებელია.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, ვინც ეცდება, გაამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მით უმეტეს, დემოკრატიული პარტია უწოდოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა იმ დანაშაულის მოკავშირე იქნება, რომელიც ქართველი ხალხის , ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის წინააღმდეგ აქვს ამ კრიმინალურ სინდიკატს ჩადენილი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მომხსენებლების წერილში საინტერესო ის იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაც შემაშფოთებელი აღმოჩნდა.
„აქაც ჩვენ ვხედავთ ღირებულებით კრიზისს, რომელიც ამ ევრობიუროკრატებს გააჩნიათ. სინამდვილეში მათ, ისევე როგორც მათ აგენტებს საქართველოში, არც დემოკრატია ადარდებთ, არც ქვეყანაზე და ხალხზე შესტკივათ გული და საკუთარი პატრონების დავალების გარდა არც ამოცანა გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათი კარნახით არ ვიმოქმედებთ, ვინაიდან ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ქართული დემოკრატია როგორც შიდა, ასევე გარე საფრთხეებისგან’, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდეგ, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კონგრესის თანამომხსენებლებმა, ბერნდ ფორინგერმა (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიკსონმა (დიდი ბრიტანეთი, ILDG), შემდეგი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით“.
საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 30 ოქტომბერს შევიდა.