7 სიმპტომი, რომელიც თავის ტვინის ინსულტზე მიგანიშნებთ

თავის ტკივილი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი თეა ნოდია, საუბრობს თავის ტვინის ინსულტის 7 სიმპტომზე:

„თითოეული ამ სიმპტომის შემჩნევისას უსწრაფესად უნდა მოახდინოთ რეაგირება, რადგან თავის ტვინის ინსულტის დროს ყოველ ერთ წუთში 1 მილიონი ნეირონი კვდება. 

1. პირველი ნიშანია სახის ასიმეტრია, რომელიც უფრო კარგად შესამჩნევია, როდესაც ადამიანი იღიმის ან ენას ყოფს პირიდან.

2. მეორე ნიშანია მხედველობის გაუარესება ან ერთ ან ორივე თვალიდან.

3. მესამე ნიშანია მეტყველების გაძნელება, როდესაც ადამიანი საერთოდ ვეღარ მეტყველებს ან უცნაური მანერით იწყებს მეტყველებას.

4. მეოთხე ნიშანია სხეულის ნახევარ ნაწილში მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა.

5. მეხუთე ნიშანია თავბრუდახვევა, როდესაც ადამიანის აქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის და ამ დროს სიარულიც არასტაბილურია.

6. მძაფრი და ინტენსიურ თავის ტკივილი. 

7. მეშვიდე ნიშანი არის სამწუხაროდ გონების სრულიად დაკარგვა. 

ამ შვიდი სიმპტომის შემჩნევისთანავე თუ ამ ადამიანთან ერთად იმყოფებით სასწრაფოდ უნდა დარეკოთ გადაუდებელში, რათა პაციენტი გადაიყვანონ ახლო მდებარე საავადმყოფოში, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინსულტის მიერ გამოწვეული შეუქცევადი გართულებები“