3 ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

ლოცვა

 მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

3 ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ:

ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ
შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა  შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.

ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო
წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი.

ცნობისთვის, წმინდა გიორგი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქრისტიანი წმინდანია, რომლის სახელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, მხედრობასთან და ბოროტებაზე გამარჯვებასთან.