შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„24 მარტს, დილის 05.30 საათზე უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჩვენს მებრძოლებს დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ.
მოგიწოდებთ, სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს, დავდგეთ აეროპორტის გზის პირას საქართველოს და უკრაინის დროშებით და ამით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა მათ მიმართ. ძალა ერთობაშია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიდება გმირებს“, - წერს ქაცარავა.