22 თებერვალი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა

მამა გაბრიელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 22 თებერვალს აღინიშნება ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა.

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით. მამა გაბრიელის საფლავი 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა. წმინდა ნაწილები სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამაგაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები.2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.

გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.

"ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."