გაწუხებთ ნელი ინტერნეტი? - გამოსავალი შეიძლება ბევრად უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ფიქრობთ

ინტერნეტი

თუ თქვენს სახლში ინტერნეტი იმაზე ნელა მუშაობს, ვიდრე ტექნიკური პარამეტრებითაა გათალისწინებული, და უკვე ყველაფერი სცადეთ, როუტერის გადატვირთვიდან ტარიფის შეცვლამდე, შესაძლოა პრობლემა მოდემსა და როუტერს შორის დამაკავშირებელ კაბელში იყოს.

მაგალითად, ძველი Cat5 კაბელები გათვლილია მაქსიმუმ დაახლოებით 100 მბიტ/წმ სიჩქარეზე, მაშინ როცა თანამედროვე ინტერნეტ-პაკეტები 200 მბიტ/წმ-დან 1 გბიტ/წმ-მდე და უფრო მეტსაც მოიცავს. თუ Cat5-ს შეცვლით უფრო ახალი სტანდარტის კაბელით  Cat5e ან Cat6, შესაძლებელია ქსელის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. პრობლემა იმაშია, რომ გარეგნულად კაბელები თითქმის ერთნაირად გამოიყურება და ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში იყენებს ძველ კაბელს ისე, რომ მის მახასიათებლებს არც ამოწმებს. კატეგორია კი ყოველთვის მითითებულია კაბელის გარსზე, საკმარისია ყურადღებით დააკვირდეთ.

რა შეიძლება კიდევ ახდენდეს გავლენას სიჩქარეზე?

ზოგჯერ ახალი კაბელიც ნელა მუშაობს, თუ:

კაბელი დაზიანებულია ან ძლიერ არის გადაკეცილი;
შეერთება არასტაბილურია უხარისხო კონექტორების გამო;
როუტერის ან ქსელური ბარათის პორტები არ უჭერს მხარს გიგაბიტურ სიჩქარეს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კაბელის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იაფი გზაა სადენიანი ინტერნეტის სიჩქარის გასაზრდელად, ახალი მოწყობილობის შეძენის გარეშე.

სანამ როუტერს შეცვლით ან პროვაიდერთან პრეტენზიას გამოთქვამთ, დარწმუნდით, რომ იყენებთ მინიმუმ Cat5e კატეგორიის კაბელს. უმეტეს შემთხვევაში ეს საკმარისია, რომ ტარიფის შესაძლებლობები სრულად გამოიყენოთ და მიიღოთ სტაბილური კავშირი.