1771677490
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა
გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„გიდები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენაში. მათი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესის ზრდას; გიდების ძალისხმევით იქმნება ემოციური კავშირი გარემოსა და სტუმრებს შორის“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
გიდების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ხაზს უსვამ იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც ყოველდღიურად წარმოაჩენენ საქართველოს ბუნების უნიკალურობას და სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობენ.











