2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - ცნობილია, რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები

სკოლა

2026-2027 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.

ცნობილია, უქმე დღეები, რა დროსაც მოსწავლეებიც დაისვენებენ:

14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა
7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.

გაზაფხულის არდადეგები კი 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება.