პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
მიმდინარე წელს გლდანის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები 207 მისამართზე განახორციელა.
მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი 42 მისამართზე შეიცვალა, 64 მისამართზე ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ქანობიანი და ბრტყელი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები 49 მისამართზე ჩატარდა, სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები 7 მისამართზე განხორციელდა, საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები კი (კიბის რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს მეტალის კარის მოწყობა), 45 მისამართზე დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობამ 100%-ით დააფინანსა.