ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, გასულ წელს მობილური მომსახურებების აბონენტების მიერ დაგენერირებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 655 პეტაბაიტი შეადგინა. 2024 წელს „მაგთიკომის“ აბონენტებმა მობილური ინტერნეტის მთლიანი ტრაფიკის 47% დააგენერირეს, ხოლო „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ აბონენტებმა - 34% და 18%. ეს მოცემულობა განპირობებულია მე-5 თაობის მობილური ტექნოლოგიის დანერგვით, ინტერნეტ კავშირზე გაზრდილი მოთხოვნით, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობისა და ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. საგულისხმოა ისიც, რომ ერთი აბონენტის მიერ თვეში მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება 2023 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი და 2024 წლისთვის 15 გბ-ს შეადგენს. ოპერატორების მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის კვლავ ყველაზე მაღალია და 22 გბ-ს უტოლდება. „მაგთიკომის“ შემდგომ, ყველაზე მაღალი საშუალო მოხმარება „ჰალოს“ მომხმარებლებს აქვთ და 21 გბ-ს შეადგენს. „სილქნეტის“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 14 გბ-ია, ხოლო „სელფის“ შემთხვევაში – 9 გბ. აღსანიშნავია, ისიც რომ 5G და 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით დაგენერირებული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა. 2024 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 97% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა. 2024 წლის ბოლოს, ComCom-მა ხელმეორედ ჩაატარა 5G აუქციონი, რომლის ფარგლებშიც „მაგთიკომმა“ მოიპოვა სიხშირული რესურსი და 5G ინტერნეტის შეთავაზება დაუყონებლივ დაიწყო. ხოლო 2023 წლის აუქციონის ფარგლებში სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა და ქსელს ეტაპობრივად ავითარებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტის ტრაფიკში 5G ტექნოლოგია მნიშვნელოვან წილს დაიკავებს.