20 აპრილს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, ქვიშხეთის, არბოს და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ჭონქაძის, გერგეთის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის, შხეფის, გალაკტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ზაალ დუმბაძის, ავთანდილის, შინდისის, ამაღლების, მესხის, ოქროყანის, წავკისის, რამაზ დავითაშვილის, დადიანის, მაჩაბელის, პუშკინის და სავანელის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.