მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების საგანგებო გაფრთხილება
1783335338
ბრაზილიის პარანას შტატში, გზატკეცილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, დაკარგულია ათობით ადამიანი. ამასთან, სამაშველო ჯგუფმა ტალახიდან ექვსი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლო.
ქალაქ გუარატუბაში მეწყერის ჩამოწოლა უწყვეტმა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მეწყერმა დაახლოებით 20 მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გაანადგურა.
უამინდობის მიუხედავად, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.