1779737742
17:10 საათზე - ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, მთელ საქართველოში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა
17:10 - ქვეყნის თავისუფლების ისტორიული საათი - მთელს ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
1918 წლის 26-ს მაისს, დღის პირველ საათზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე, მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის დარბაზში, დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ჯერ ამიერკავკასიის სეიმის დაშლა გამოცხადდა, შემდეგ ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
ისტორიული დოკუმენტი ნოე ჟორდანიამ წაიკითხა. საქართველო დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა და საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ კონსტიტუციონალიზმს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, სწორედ 1918 წლის 26 მაისის დოკუმენტი გახდა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ქვეყანამ, ათწლეულების შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა აღიდგინა.










