17 მაისს, სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობით მისულ მრევლს უწმინდესი და უნეტარესი შიო III დალოცავს - მამა საბა გაზდელიანი

მამა საბა გაზდელიანი

17 მაისს, საქართველოში, ოჯახის სიწმინდის დღე საზეიმოდ აღინიშნება. სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღავლენს.

პარალელურად, დილის 11:00 საათზე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.

"17 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს სამების საპატრიარქო ტაძარში. პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე წარიმართება, ტრადიციულად, მსვლელობა. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობით მისულ მრევლს დალოცავს უწმინდესი და უნეტარესი შიო III," - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი, მამა საბა გაზდელიანი.

მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, სამრევლო, საკვირაო სკოლის წარმომადგენლები. ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, სურვილის შემთხვევაში, შეუერთდეს მსვლელობას.