ადგილი და სავარაუდო დრო ცნობილია - სად ჩაუტარდება ხვიჩას ოპერაცია
1792945496
ზოგჯერ მშობლის მიერ გაბრაზებულ გულზე ნათქვამი სიტყვები ბავშვს დიდხანს ახსოვს. მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით შვილებს, რადგან ჩვენი სიტყვები მათ თვითშეფასებასა და საკუთარ თავზე წარმოდგენას აყალიბებს.
„შენგან არაფერი გამოვა!“
ბავშვს უქმნის განცდას, რომ საკმარისად კარგი არ არის.
„რატომ არ ჰგავხარ შენს და-ძმას?“
აღვივებს კონკურენციას და არასრულფასოვნების განცდას.
„შენ გამო დავიღალე და ცხოვრება გამიმწარდა!“
ბავშვს უჩენს დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რაზეც პასუხისმგებელი არ არის.
„ნუ ტირი, რა დროს ტირილია!“
ასწავლის, რომ საკუთარი ემოციების გამოხატვა სირცხვილია.
„აღარ მიყვარხარ, თუ ასე მოიქცევი!“
ბავშვს უჩენს შიშს, რომ სიყვარული კარგი ქცევით უნდა დაიმსახუროს.
„შენ ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ!“
ერთი შეცდომის გამო ბავშვს საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა უყალიბდება.
„ჩუმად იყავი, უფროსების საუბარში ნუ ერევი!“
შესაძლოა, ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი დაუკარგოს.
„სირცხვილი არ გაქვს?!“
ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიეროს საკუთარი საქციელი, ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავის შერცხვენა ისწავლოს.
„შენ გამო სხვების წინაშე თავი მომჭერი!“
ბავშვს აგრძნობინებს, რომ მშობლის რეპუტაციაზეა პასუხისმგებელი.
„შენ რომ არა, ბევრად უკეთ ვიცხოვრებდი!“
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფრაზაა, რომელმაც შეიძლება ბავშვს აგრძნობინოს, რომ არასასურველია.