„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
შესვენების შემდეგ, სასამართლო პროცესზე, სადაც შუამდგომლობების განხილვა მიმდინარეობს, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა, მასთან ექიმის მისვლა გახდა საჭირო და ამ ეტაპზე ის დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს.
"ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში",- თქვა შალვა ხაჭაპურიძე.
უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, შალვა ხაჭაპურიძემ გააგრძელოს პროცესი.