„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ხმაური საქალაქო სასამართლოში. ერთმანეთს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა და მოკლული ქალის ახლობლები დაუპირისპირდნენ.
სოფო კვარაცხელიას ახლობლების გაღიზიანება ბრალდებულის დედის განცხადებებმა გამოიწვია. როინ მებონიას დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა რძალი გაუცნობიერებლად მოკლა და ამ მომენტში მამაკაცი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო.
კაცი, რომელმაც ავტობუსში საკუთარი ცოლი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა, მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. გაუშვებენ ციხეში თუ წავა ფსიქიატრიულში - ეს სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
39 წლის როინ მებონია განსასჯელის სკამზე ზის. გარდაცვლილი ქალის ოჯახი უმაღელს სასჯელს ითხოვს.