დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
თბილისში, 60 წლის კრიმინალური ავტორიტეტის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე, ქილერის ტყვიამ იმსხვერპლა.
მერაბ ჯანგველაძეს, იგივე მერაბ „სოხუმსკის სახელი, უკავშირდება ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებს.
რა იყო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მიზეზი და რატომ შეიძლება გახდეს მისი მკვლელობა „კრიმინალურ სამყაროში“ ომის დაწყების პროლოგი? - ამ კითხვებს prime crime-ის რედაქტორი პასუხობს:
„ლევანის ძმა, მერაბ სოხუმსკი, დღეს კანონიერ ქურდებს შორის ყველაზე გავლენიან ოთხ ფიგურას შორისაა. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ეს ნაწილობრივ ლევანის დამსახურებაა.
ლევანი ძმის პარტნიორი იყო მის ყველა საქმეში, მაგრამ ამავდროულად ჩრდილში რჩებოდა. საიდუმლო არ არის, რომ „ქურდული წოდება“ „კრიმინალური ავტორიტეტებს“ ხელ-ფეხს უკრავს. ლევანს ძმაზე არანაკლები უფლებამოსილება ჰქონდა და შეზღუდვები არ გააჩნდა.
მას ჰქონდა სრული თავისუფლება, გაეკეთებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც მერაბს არ შეეძლო: პასუხისმგებელი იყო ლეგალურ და არალეგალურ ბიზნესზე, კონტრდაზვერვაზე, უსაფრთხოების სექტორზე და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობაზე.
ლევანი მეგობრობდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა მოსკოვის რეგიონის ყველა მაღალჩინოსანთან.
ლევანის სახელს მიეწერება სხვადასხვა სისხლიანი საქმეები თუ მკვლელობის მცდელობები. ფაქტი, რომ ლევანმა თავისი სისხლიანი კვალით ყველას გადააჭარბა, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძლიერი იყო იგი.
სანამ ლევანი ცოცხალი იყო, შაქრო კალაშოვი თავს მშვიდად არსად გრძნობდა.
ის ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა და ძალიან შეძლებული კაცი იყო. მას ჰქონდა უზარმაზარი მდიდრული სახლი, კლიაზმინსკოეს წყალსაცავზე, სადაც 2008 წელს ონიანი-ჯანგველაძეების კლანის შეკრება გაიმართა. ფლობდა საკუთარ იახტასაც. ლევანი ფუფუნებაში ცხოვრობდა, მხარს უჭერდა მერაბს, მთელ მის კლანს და ყველას, ვისზეც მათი კეთილდღეობა იყო დამოკიდებული.
ვის შეეძლო დაეგეგმა ასეთი ძლიერი ფიგურის მკვლელობა?
ლევან ჯანგველაძეზე თავდასხმა მხოლოდ იაპონჩიკისა და დედ ჰასანის გამო შურისძიება არ იყო. პირველ რიგში, ეს იყო გამანადგურებელი დარტყმა მერაბ სოხუმსკისთვის.
ამბობენ, რომ ორგანიზატორებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქილერები ლევანს მოსკოვში კი არა, თბილისში დასხმოდნენ თავს. სწორედ ამიტომ, მის წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობები თბილისში მანამდეც ყოფილა.
ასეთი ხმაურიანი მკვლელობები, როგორც წესი, კანონიერ ქურდებს შორის შიდა ანგარიშსწორებაა. თუმცა, თავდასხმის შემდეგ მალევე გავრცელდა ვერსია, რომ ეს იყო შეტყობინება „კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის“ (რუსთავსკის) მხრიდან.
მკვლელობა კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს (რუსთავსკის) დაუკავშირეს. მკვლელობის საქმეზე კი ქილერი გელა უძილაური დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ ლაშას ახლო მეგობარი და გიორგი ჯოხაძის ყოფილი მცველი იყო.
მიამიტური იქნება იმაზე საუბარი, რომ ამ საქმესთან არაფერ კავშირშია შაქრო კალაშოვი, მსგავსი გადაწყვეტილებები მის გარეშე არ წყდება.
რა ელის კრიმინალურ სამყაროს ლევან ჯანგველაძეზე თავდასხმის შემდეგ?
ლევან ჯანგველაძეზე თავდასხმა ყველაზე გახმაურებული საქმეა გულის მკვლელობის შემდეგ (აზერბაიჯანის მთავარი კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, რომელიც 2020 წლის 20 აგვისტოს ანტალიაში ქილერის თავდასხმის შედეგად დაიღუპა). თუმცა, ამჯერად შედეგები გაცილებით მასშტაბური იქნება.
მერაბის უახლოესი გარემოცვა, რომელიც შაქრო კალაშოვის ახალგაზრდა ძმისშვილზე თავდასხმაში მონაწილეობდა, დიდი ხანია უჩიოდა მის უმოქმედობას. მათი თქმით, მათ „კურდღლებივით ხოცავდნენ“, ხოლო მერაბი არაფერს აკეთებდა.
მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლებელია, ეს მერაბის ასაკს და მის ახალგაზრდა ცოლს უკავშირდებოდეს. რის გამოც მერაბს ომში ჩართვა და ძველი ანგარიშების გასწორება აღარ სურს“, - ამბობს ლილია ხარინა.
შეგახსენებთ, რომ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.