პოლიციამ სინდი კროუფორდის 27 წლის ვაჟის გარდაცვალების დეტალები გაასაჯაროვა
1790112051
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებულთა ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ამასთან, უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან ოთხი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.