„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
საჩვენებელ სწავლებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
წვრთნები მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.მსგავსი ტიპის სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას.
რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517