„ევროპის ჩემპიონატი მორჩა, მამაჩემი გარდაიცვალა...“ - უცნობი ისტორია ვილი სანიოლისგან
1768060169
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. ზ.ჭ.- ს მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო კომპანიას 13 000 ლარზე მეტი ზარალი მიადგა. მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.