„ევროპის ჩემპიონატი მორჩა, მამაჩემი გარდაიცვალა...“ - უცნობი ისტორია ვილი სანიოლისგან

 ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ პრესას ვრცელი და გულახდილი ინტერვიუ მისცა:

შედარება დღევანდელ და ძველ ფეხბურთთან:"ადრე ფეხბურთი ისეთი არ იყო, როგორიც დღეს არის. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს 10 წლის ასაკში უკვე იციან, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები გახდებიან და ოჯახში ამისთვის ყველაფერს იღებენ. ჩემ დროს ასე არ იყო. სხვა სპოტის სახეობებით ვიყავი დაკავებული, როცა მამაჩემმა სტ.ეტიენის ღია კარის დღეზე წამიყვანა, არ მინდოდა, ტირილიც კი დავიწყე.

მამაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა. მეც მიყვარდა, თუმცა მხოლოდ როგორც სპორტი და გართობის საშუალება, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვითამაშებდი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი."

საწყისი ეტაპები ფეხბურთში:"რთული პერიოდები ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და აღზრდას უკავშირდება. მე სოფლიდან ვარ. მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებისეული პერსპექტივები დიდი არ გაქვს. მაგრამ მშვენიერი ბავშვობის ქონაში ამან ხელი არ შემიშალა. მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიყავი და გარკვეულ მომენტში „მსხვერპლის გაღება“ მომიწია.

როგორც მოთამაშეს, ბევრი პრობლემა მქონდა. არ ვგულისხმობ დისციპლინას. უბრალოდ, ყოველთვის მჭირდებოდა ახსნა-განმარტებები როდის რა გამეკეთებინა. მაშინ, ამ შეცდომებს ვერ ვხვდებოდი, ახლა კი მწვრთნელი ვარ და მესმის, რომ მსგავსი ტიპის 25 ფეხბურთელის წარმატებას ვერ მიაღწევ."

უცნობი ისტორია:"როცა პორტუგალიას მოვუგეთ, უბედნიერესი ვიყავი, თუმცა არავინ იცოდა,რომ მამაჩემი ცხოვრების ბოლო წუთებს ითვლიდა და ყოველწამს ტელეფონს ვუყურებდი, რათა ჩემს ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა. ევროპის ჩემპიონატი მორჩა, მამაჩემის გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ამის გამო ჩემი ემოციები ბოლომდე ვერ გამოვხატე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება, როგორ გავაბედნიერეთ მილიონობით ქართველი"