ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის
1768117043
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც მედია იუწყება, ჩხრეკის დროს ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.
ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ აქტიურია, თუმცა ანტიკორუფციული ბიურო არ აპირებს ზეწოლის შედეგად სწრაფად მოქმედებას.
ცნობისთვის, ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა უკრაინაში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა. მანამდე, ანდრეი ერმაკის ოფისში ეროვნული ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა.