1733256870
სახლი, აგარაკი, მანქანა უყიდა და ამ შვილის ხელით დაიღუპა... - სასტიკად მოკლული მამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ
მკვლელობა შიდა ქართლში. შვილმა მამა მოკლა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.
შემთხვევა სამშაბათს მოხდა, გაუჩინარებულ კაცს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამ დრომდე ეძებდნენ. სამძებრო ღონისძიებაში სავარაუდო მკვლელიც იყო ჩართული, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ცხედარი ავჭალაში აგარაკზე გადამალა.
"ჩემი ბიძაა, მამის ძმა, გავიგე რომ დაიკარგა ბიძაჩემი და იმ დღიდან მოყოლებული ვეძებთ. გუშინ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალის აგარაკზე. სამშაბათს საღამოდან ვეძებთ უკვე. სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონიათ არაფერი", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
„მეუღლე შარშან გარდაეცვალა, ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა - ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა“,- ამბობს ambbei.ge-სთან მეზობელი.
დაკავებული გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.