დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა
1790453701
რუსთავში სამი პირის დაჭრის გამო დაკავებულ 18 წლის მამაკაცს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც, მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ახალგაზრდამ ურთიერთშელაპარაკებისას, სამი ადამიანი დანით დაჭრა და მიიმალა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება.
დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობა ელის.