„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
ქალმა ფეხბურთელებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმე მოიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.
PHR-ის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
"ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა", - აღნიშნულია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.