ახალი ინფორმაცია კლინიკიდან, პატრიარქის მდგომარეობის შესახებ
1773730969
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 273.58 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,,პრეგაბალინ“-ს. ბრალდებულები ფსიქოტროპულ ნივთიერებას ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე ბათუმში მათ დროებით საცხოვრებელ ბინებში. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამენაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდიოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.