უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
მმართველი გუნდის შეფასებით, ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების შემდეგ, ევრობიუროკრატები თავის მართლების რეჟიმში არიან. „ქართულ ოცნებაში“ ევროკომისიის პრესსპიკერის იმ განცხადებას აფასებენ, სადაც ის საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს და ირკვევა, რომ მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა.
როგორც „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განუცხადა, სულაც არ დადგებოდა ეს სიტუაცია, თავად რომ საქართველოს მისამართით მტკიცებით ფორმაში ბრალდებები არ განეცხადებინათ.
„ცდილობენ გაექცნენ იმ პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც ტყუილში ვამხილეთ. სულაც არ დადგებოდა ეს სიტუაცია თავად რომ მტკიცებით ფორმაში ბრალდებები არ განეცხადებინათ საქართველოს მისამართით. ყველაფერზე პასუხი იყო, საბოლოო ჯამში, თავად ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელმაც საკითხი განხილვიდან მოხსნა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არაფერიც არ ხდება ამ პორტში. მესმის, რომ შეიძლება ბევრს ჰქონდეს სურვილი რაღაც ხდებოდეს, რათა გააძლიეროს თავისი ბრალდებები, მაგრამ არაფერიც არ ხდება, არაფერი ახალიც არ მომხდარა. 4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს ამ სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.