უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებიან სასულიერო პირები. ისინი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან.
„უნდა ილოცონ მოძღვრებმა, ეპისკოპოსებმა. ზეთისცხება ჩავუტარეს და ახლა ყველამ უნდა ვილოცოთ. მეც ვიყავი ძალიან ცუდად და როცა უწმინდესი მოვიდა წამოვდექი და 20 წელია დავდივარ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ უნდა ვილოცოთ“, - აღნიშნა მედიასთან ქაშუეთის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარმა.
„უნდა ვილოცოთ და უფალს მოწყალება ვთხოვოთ. თქვენც ილოცეთ რომ უფალმა შეგვიწყალოს და კიდევ გვიმყოფოს დიდხანს ჩვენი პატრიარქი, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.