„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა ძალადობრივ აქციაზე დაკავებული პროდიუსერი და რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი

გიორგი ოკმელაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.  „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა ძალადობრივ აქციებში მონაწილე, პროდიუსერი და რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი.

ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

✕