ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - რა ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულების შესახებ
1736835448
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
"ბრალი ნამდვილად მძიმეა, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორს არ ჰქონდა არანაირი რეალური არგუმენტი. ყველანაირ შემხებლობას აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებასთან უარყოფს გიორგი ახობაძე და ის აცხადებს, რომ არანაირი შეხება მასთან არ აქვს. წარსულის ფაქტთან დაკავშირებით, ორი განაჩენი იყო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, ეს არის 2013 და 2016 წლის განაჩენები, რასაც ადასტურებს თვითონ გიორგი ახობაძე და ადასტურებს იმას, რომ 2013 და 2016 წელს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და აღიარებდა ბრალს. რაც ნამდვილად ჰქონდა, იმაზე აიღო წარსულში პასუხისმგებლობა, თუმცა წლებია უკვე სპორტულ ცხოვრებას ეწევა და დღეს ნარკოტიკულ საშუალებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა.
ცნობისთვის, ექიმი შვიდ დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. დანაშაული, რასაც მას ედავებიან რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.