„აღარ გვყავს ჩვენი ლამაზი მარიკუნა...“ - ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები
1795034349
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ შეუერთდა ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ დუბლინში მიღებულ დეკლარაციას.
როგორც ფაშინიანმა პარლამენტში, მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროსას აღნიშნა, დოკუმენტში NATO-ს შესახებ ბევრი მითითება იყო.
აღნიშნული საკითხი დეპუტატმა, ვოლოდია ჰაკობიანმა დააყენა და იკითხა, რატომ არ შეუერთდა სომხეთი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საფრანგეთის ინიციატივით მიღებულ დოკუმენტს.
„ჩვენ ერთი მიზეზის გამო არ შევუერთდით. პარტნიორებს ღიად ვუთხარი, რომ დოკუმენტში NATO-ზე ძალიან ბევრი მითითება იყო. ჩვენ ვთქვით, რომ, დიახ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, თუმცა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ასეთი მიზანიც არ დაგვისახავს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, დეკლარაციის სხვა ნაწილები სომხეთისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იყო. სომხეთის პრემიერის განმარტებით, მთავრობა ერთმანეთისგან განასხვავებს ევროკავშირში გაწევრიანებასა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში შესვლას.
ცნობისთვის, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია საფრანგეთის ინიციატივით მიიღეს. მას ხელი 40-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ მოაწერა.