მოსარჩელეებს საქმის მასალებზე მუდმივი წვდომა ჰქონდათ - სტრასბურგის სასამართლო მაჩალიკაშვილის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს საქმის მასალებზე მუდმივი წვდომა ჰქონდათ.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ აპლიკანტებს, წარმომადგენლების საშუალებით, საქმის მასალებზე ჰქონდათ მუდმივი წვდომა; მათი გარკვეული მოთხოვნები, რომელიც ეხებოდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ასევე დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მათ საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მოვლენების რეკონსტრუქციაში. ასევე, მათი მოთხოვნით მოეწყო ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის და სუსის უფროსის მოადგილის გამოკითხვა და სუსის თანამშრომლების დამატებითი გამოკითხვა. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მათი წვდომა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენელთა გასაიდუმლოებულ გამოკითხვაზე შეფერხებული იყო. თუმცა, დიდი საჯარო ინტერესის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია ინფორმაციის ან მასალის წყაროს საიდუმლოდ შენახვა, განსაკუთრებით, ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებულ საქმეებში, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოებას ზიანი არ უნდა მიადგეს“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.