„ევროპის ჩემპიონატი მორჩა, მამაჩემი გარდაიცვალა...“ - უცნობი ისტორია ვილი სანიოლისგან
1768060169
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს და საქართველოდან გააძევეს, - აღნიშნულია სამინიისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც ბ.მ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბ.მ. ესკორტირებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე, სადაც მისი ქვეყნიდან გაძევების ღონისძიება განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნისმოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.