მძღოლი, რომელიც რუსთავში 3 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ავარია რუსთავში

ავტობუსის მძღოლი, ვ.ტ, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს. ინფორომაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, 22 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით ვ.ტ-ს აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

საქმის არსებითი განხილვა იანვარში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 28 ოქტომბერს ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მოხდა. შეჯახების შედეგად ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.