„ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია“ - ნაკრების რომელ ფეხბურთელზე საუბრობს სანიოლი
1725736648
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა, კერძოდ კი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტის საქმეზე ცნობის სახით დართვის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 13 აგვისტოს განახორციელა, რაზეც გამოძიება დაწყებულია.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული ცნობა საქმეს ინფორმაცია სახით დაურთო მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა.