ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
გორის მუნიციპალიტეტში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მას მამამ, ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.