რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სხდომას ბრალდებული გიორგი უძილაური ესწრებოდა.
სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, როგორც ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა, გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის დუმილის უფლებას იყენებს.