დიდგორის ველზე ე.წ. დრიფტაობისთვის ქვემო ქართლის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმა

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალების და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების ე.წ. დრიფტის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2007 წელს დაბადებული ნ.გ.-მ, 2002 წელს დაბადებული თ.ლ.-მ, 2005 წელს დაბადებული ჯ.მ.-მ და 2002 წელს დაბადებული ლ.ვ.-მ სხვადასხვა დროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტი გამართეს.

სამართალდამცველების მიერ ოთხივე მათგანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის I ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.