ლიბანური მედია ალი ხამენეის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1772303418
ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტმა 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ ერთადერთი, რაც თქვა, იყო ის, რომ ეფშტეინთან კავშირი არასდროს ჰქონია. ეს მაშინ, როცა უკვე გამოქვეყნებული საჯარო ფაილების მიხედვით, ბილ კლინტონმა, პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ და მანამდეც, 2000-იანი წლების დასაწყისში, ფინანსისტის კერძო თვითმფრინავით სულ მცირე 27-ჯერ იმგზავრა. მას შემდეგ კი, რაც ამერიკელ მილიარდერს 2008 წელს ბრალი დასდეს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საქმეზე, მან ეპშტეინთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ზედამხედველობის კომიტეტმა ყოფილ პრეზიდენტს ეპშტეინის ფაილებში არსებულ ფოტოებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვები. დაკითხვის შემდეგ ბილ კლინტონმა მედიასთან გამოჩენა არ ისურვა, სოციალურ ქსელში კი 3-წუთიანი ვიდეო გაავრცელა.
მანამ, სანამ გამოკითხვაზე შტატების 42-ე პრეზიდენტი მივიდოდა, წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტის წევრების კითხვებს პასუხი ამერიკის რიგით 67-ე სახელმწიფო მდივანმა და ბილ კლინტონის მეუღლემ გასცა. ჰილარი კლინტონმა ეფშტეინთან ყველანაირი კავშირი უარყო.
ეპშტეინის საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე რომ გადავიდა, ამას მიმდინარე გამოკითხვებიც მოწმობს. ისიც ცალსახაა, რომ ფოკუსში ახლა კლინტონების ოჯახია. ირკვევა, რომ კომიტეტი გამოძიების ფარგლებში შეისწავლის კლინტონების საქველმოქმედო საქმიანობას, ფინანსურ კავშირებსა და წარსულ ურთიერთობებს.
ბილ კლინტონის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმაც. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მოსწონს.
ეპშტეინის საქმის ფაილები 31 იანვარს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა მოაწერა. ფაილები აერთიანებს ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების ამსახველ 3 მილიონამდე დოკუმენტს, 180 ათასამდე ფოტოსა და 2000-ზე მეტ ვიდეოს. ეპშტეინის საქმეზე უკვე გამოიკითხა დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, პრინცი ენდრიუ. მანამდე კი მას ყველა სამეფო ტიტული სწორედ ეპშტეინთან კავშირის გამო ჩამოერთვა. გამოძიება გრძელდება, საქმეზე ამ ეტაპზე გამოკითხულია არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენ.