ცნობილია ირანზე თავდასხმების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა
1772301616
ოთხი ადამიანი დაშავდა აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დუბაიში, პალმ ჯუმეირას (Palm Jumeirah) რაიონში. ამის შესახებ ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურზე დაყრდნობით, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ხანძარი დუბაიში, პალმის კუნძულებზე მდებარე სასტუმრო Fairmont-თან გაჩნდა.
ასევე, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ მანამაში რაკეტა საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
„სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას აგრძელებს“, - ნათქვამია ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.