ნინა დრამა საქართველოდან წასვლის შემდეგ მიმართვას ავრცელებს
1750350523
ფინალურ ეტაპზე გადადის ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი. დღეს სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საბოლოო სიტყვა გუშინდელ სასამართლოზე ბრალდების მხარემ თქვა. პროკურორმა ორწლიანი პროცესი, მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული მტკიცებულებები შეაჯამა. ბრალდება დარწმუნებულია, რომ სასამართლო ბასილაშვილს დამნაშავედ გამოაცხადებს.
განსხვავებული მოლოდინები აქვს ადვოკატს.