ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სასამართლო სხდომიდან კვლავ გააძევა - სხდომა დაიხურა

ალეკო ელისაშვილი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა.

აღნიშნულის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის მისამართით გინება გახდა.

„ჩემთვის მთავარია, მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით”,- განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც, მან მდინარაძის და კობახიძის მისამართით შეიგინა და ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.