1769594436
ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს - ვითარება ადგილზე
ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო.
სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
„პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ მოკლე ჩართვა ტრანსფორმატორზე მოხდა, მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.











