ზუგდიდში დევნილების აქცია მიმდინარეობს

დევნილების აქცია

ზუგდიდში დევნილების აქცია მიმდინარეობს. ისინი ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ.

აფხაზეთიდან დევნილ 50-მდე ოჯახს 3 თვეა ელექტროენერგია დღეში მხოლოდ ერთი საათით მიეწოდებათ.

აქციის მონაწილეებმა ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები გზაზე გამოიყვანეს და გზის გადაკეტვა სცადეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.