ზუგდიდში გარდაცვლილ დებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1787482306
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.
გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით.